მირზა სუბელიანის სუიციდის მცდელობასთან დაკავშირებით, პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს, სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს.
უწყების ინფორმაციით, პატიმრის სუიციდის მცდელობის ფაქტს ადგილი ჰქონდა 2018 წლის 15 ოქტომბერს.
მათივე ინფორმაციით, გუშინ საღამოს, 2018 წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულ მირზა სუბელიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას, რაც დროულად იქნა აღკვეთილი სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ. გუშინ საღამოსვე, მოცემულ ფაქტზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. ღამის განმავლობაში პატიმარს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო დღეს დილით მას კონსულტაცია გაუწიეს ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა. ბრალდებული იყო და არის სულიერად აღელვებული, მაგრამ ის იმყოფება სამედიცინო პერსონალის ზედამხედველობის ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები