მირზა სუბელიანმა ციხეში თვითმკვლელობა სცადა

მირზა სუბელიანს ციხეში სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის ადვოკატებმა განუცხადეს. უფლებადამცველები დღეს გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. ციხეში შესულები იყვნენ პროკურატურის წარმომადგენლებიც. თუმცა მათი თქმით, დაკითხვა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. „კვირა“ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები