გიორგი მარგველაშვილი: ჩემთვის სრულიად მიუღებელია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლოიალურია ნარკომომხმარებლების მიმართ, მისთვის საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა სრულიად მიუღებელია.
შესაბამისი განცხადება მარგველაშვილმა, ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“არსებულ პოლიტიკურ დებატებში გაუგებარი იყო ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების თემას. საზოგადოებამ იცის და არაერთხელ განმიცხადებია, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური ვარ. არამარტო პოლიტიკური განცხადება გამიკეთებია, არამედ არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია. რადგან არ მიმაჩნია, რომ ნარკომომხმარებლები უნდა ისხდნენ ციხეში და იხდიდნენ სასჯელს, როგორც კრიმინალები. ამ ფონზე, ჩემთვის სრულიად მიუღებელია საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების წარმოების იდეა “, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები