აკაკი ზოიძე ფარულ ჩანაწერებზე: პრინციპულად მნიშვნელოვანია, გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ “რუსთავი 2”- ის ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, გამოძიების პროცესი ბოლომდე მივიდეს და დადგინდეს, როგორც ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე, მოხდეს იმ ფაქტების გამოძიება, რომელზეც ჩანაწერშია საუბარი.
მისივე განცხადებით, აუცილებელია მირზა სუბელიანმა მტკიცებულებების სახით წარადგინოს ის ტერაბაიტები, რომელზეც, სავარაუდოდ, სუბელიანი ჩანაწერებში საუბრობს.
ამასთან, აკაკი ზოიძე საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს.
მისივე თქმით, შს მინისტრს პარლამენტში არამარტო ოპოზიცია, არამედ უმრავლესობაც იბარებს, რათა გიორგი გახარიამ არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს.
ცნობისთვის, საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში კვირას გასულ ფარულ აუდიოჩანაწერზე, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.

ჩანაწერებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები