გედევან ფოფხაძე ჩანაწერებზე: მაქვს კითხვები საგამოძიებო უწყებასთან, როგორ ვრცელდება საზოგადოებაში ასეთი ჩანაწერები

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან, როგორ ვრცელდება საზოგადოებაში ასეთი ჩანაწერები.
“არ მგონია რეალური, რაზეც ჩანაწერებშია საუბარი. შეფასება, რაც მისგან მოდის, მისი არასწორი თვითშეფასებისა და ხედვების გამოა, თუმცა ყველაფერი ეს უნდა იყოს გამოძიებული. საგამოძიებო უწყებებთან შეკითხვები მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოდის მსგავსი სახის ჩანაწერები გარეთ”, – განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში გავრცელდა ჩანაწერი, რომელიც ე.წ. გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი არაერთ გახმაურებულ საქმეზე საუბრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები