ლუკა ალიბეგაშვილს დახმარება ესაჭიროება – 23 წლის ბიჭს მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი 2 კვირის წინ დაუსვეს

„ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ბიჭზე საუბარი, რომელიც ორი კვირის წინ მეგობრებთან ერთად სამომავლო გეგმებს აწყობდა და ახლა კი კლინიკაში სიკვდილს ებრძვის, ძალიან ძნელია…“,- წერს „ჩერნოვეცკის“ ფონდი.
ლუკა კარგად სწავლობდა, ბევრს მუშაობდა, არ ერიდებოდა ფიზიკურ შრომას… უნდოდა დაემთავრებინა უმაღლესი და მეტი გამოცდილება მოეღო იმ სფეროში რომელიც ბავშვობიდან აინტერესებდა. ორი თვის წინ ილიას უნივერსიტეტში დაიწყო IT – სპეციალისტად მუშაობა. ძალიან ბედნიერი იყო…. თუმცა, სამწუხაროდ, მას მწვავე ლეიკემია დაუდგინდა.
„მეგობრებო, 23 წლის ლუკა ალიბეგაშვილი დღეს ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ! ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ, თუ დავდგებით ერთად! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლუკა ალიბეგაშვილი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/374-alibegashvili/ “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები