დავით სერგეენკო: ლუგარის ლაბორატორიაში არც ქიმიური და არც ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთი უმძლავრესი სამედიცინო ცენტრია, სადაც არც ქიმიური და არც ბიოლოგიური სუბსტანციის ნივთიერებები არ მზადდება. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩამოვიდნენ რუსეთის წარმომადგენლები და ნახონ, რა ხდება ლაბორატორიაში.
„ლუგარის ლაბორატორია არის ერთ-ერთი უმძლავრესი სამედიცინო ცენტრი, რომლის ძირითადი ამოცანა არის ბიოლოგიური საფრთხეების პრევენცია, დეტექცია და საჭიროების შემთხვევაში მათზე რეაგირება და არავითარ შემთხვევაში, რაიმე ნივთიერებების დამზადება, იქნება ეს ქიმიური თუ ბიოლოგიური სუბსტანციის.
რამდენიმეჯერ იყო რუსეთის სხვადასხვა წრიდან პოზიცია, რომ ლუგარის ლაბორატორია საფრთხეს მოიცავს, ჩვენ მოვიწვიეთ მათი სპეციალისტები და ახლაც შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო და კიდევ ერთხელ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და თავიანთი თვალით ნახონ, რაც ხდება ლუგარის ლაბორატორიაში”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
ცნობისათვის, რამდენიმე კვირის წინ რუსულმა მხარემ საქართველოში მდებარე რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები