ანრი ოხანაშვილი- ფარულ აუდიო ჩანაწერზე: კონკრეტული ჩინოვნიკის მხრიდან, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ადგილი აქვს მუქარას ხელისუფლების მიმართ

კონკრეტული ჩინოვნიკის მხრიდან, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ადგილი აქვს მუქარას სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, გასარკვევია, ადრეც ხომ არ იყო მსგავსი მუქარა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა მედიით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ფიგურირებს.

ოხანაშვილის მტკიცებით, საზოგადოების წინაშე დასმული ნებისმიერი შეკითხვა გამოძიების მხრიდან უნდა იყოს პასუხგაცემული.

“პირველ რიგში ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საზოგადოების წინაშე დასმული ნებისმიერი შეკითხვა გამოძიების მხრიდან უნდა იყოს პასუხგაცემული. ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის მიერ.
თვალს ვადევნებთ, რომ ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის მხრიდან, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული ადგილი აქვს მუქარას სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, გასარკვევია, ადრეც ხომ არ იყო მსგავსი მუქარა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.

ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ფორმის, რაიმე ტიპის შანტაჟი დასტურდება იმით, რომ ეს კონკრეტული პირი პასუხისგებაშია მიცემული. სამართალი აღსრულდება ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი,- განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები