ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა-იგი მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ მთავარი პროკურატურა დატოვა. მან ჟურნალისტებთან მცირე განმარტება გააკეთა.

კითხვაზე კონკრეტულად რა საკითხით დაინტერესდა საგამოძიებო უწყება, მესტიის მაჟორიატრი დეპუტატი პასუხობს, რომ გამოკითხვაზე გლდანის მე-8 დაწესებულებაში მისი და მირზა სუბელიანის შეხვედრის დეტალებით დაინტერესდნენ.

პროკურატურასთან დღეს პატიმარ მირზა სუბელიანის სიმამრი ბორის კაკუბავამ იმყოფებოდა, თუმცა მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. სავარაუდოდ ამ დროისთვის პროკრატურაში იმყოფება ფარული აუდიო ჩანაწერების კიდევ ერთი მთავარი მოწმეც კონრეტულად კი პენიტენციური სისტემის ის თანამშრომელი, რომელმაც ჩანაწერი პროკურატურის განცხადებით, იძულებით გაავრცელა.

აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, ციხის თანამშრომელს შანტაჟით მოსთხოვეს სუბელიანის შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. ამასთან, გამოძიების პროცესში ამოღებულია კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი.

მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობა მალევე დატოვა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.

9 ივნისს მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები