ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში იმყოფება

 

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც გუშინ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, მთავარ პროკურატურაში იმყოფება.

ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, თუმცა, შესვლისას მედიასთან კომენტარი აღარ გააკეთებია.
დეპუტატმა დღეს დილით ჟურნალისტებთან საუბარში მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სტუმრობა დაადასტურა. მისი თქმით, ის სუბელიანს საპატიმროში მას შემდეგ შეხვდა, რაც შეხვედრის თხოვნით პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავად მიმართა.
ცნობისთვის, მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, P.S.-ის ეთერში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს უმძიმესი კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები