ლაშა ცუცქირიძემ, იგივე „კაამ“ „ნაცმოძრაობას“ 10 ათასი ლარი შესწირა

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ირკვევა რომ ლაშა ცუცქირიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველია. ლაშა ცუცქირიძე, იგივე „კაა“ მიმდინარე წლის მაის-ივნისში, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.
აუდიტის მონაცემებით, ცუცქირიძემ 10 ოქტომბერს ოპოზიციურ პარტიას 10 ათასი ლარი ჩაურიცხა.
ლაშა ცუცქირიძე საზოგადოებას საპროტესტო აქციაზე ნათქვამი „კაა“-თი დაამახსოვრდა.
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 10-11 ოქტომბერს „ნაციონალურმა მოძრაობას“ მთლიანობაში 32 289 ლარის შემოწირულობა აქვს მიღებული, მათ შორის 5-5 ათასი ლარი ბექა ბასილაიასგან, გიორგი პატარაიასგან და მაია მუმლაძისგან.
ამის გარდა, 5000 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება პარტია „ევროპულ საქართველოს“, 1000 ლარის კი „ლეიბორისტულ პარტიას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები