ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ უბრძანა, – ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით “ინტერფაქსი” იუწყება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ, მუდმივი დისლოკაციის ადგილს უნდა დაუბრუნდნენ.
“ჯარების წვრთნების გეგმიური საგაზაფხულო ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით, რომელიც მათ გადაადგილებას ითვალისწინებდა და რომელიც როსტოვის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში მიმდინარეობდა, ვლადიმერ პუტინმა გასცა ბრძანება, რომ თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ჯარები მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნონ და სამხედრო მომზადება ახლომდებარე პოლიგონებზე განაგრძონ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები