ეკა ბესელია ჩანაწერებზე: ავთენტურობის დადასტურებამდე, ამაზე საუბარი არასერიოზულია

ავთენტურობის დადასტურებამდე, მე მგონია რომ ამაზე საუბარი არასერიოზულია, – ამის შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
„ავთენტურობის დადასტურებამდე, მე მგონია რომ არის ამაზე საუბარი არ არის სერიოზული. არამხოლოდ სახიფათოა ეს მიდგომები, არამედ მგონია რომ ეს ააშკარავებს ვიღაცის განზრახვას“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, მირზა სუბელიანის სკანდალური აუდიოჩანაწერი გუშინ, P.S.-ის ეთერში გავიდა. ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი. სუბელიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქვს უმძიმესი კომპრომატები, მათ შორის, საუბარია ადამიანთა გატაცებასა და წამებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები