თემურ ბაბლუანი: საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა

„დღევანდელი მოცემულობით სალომე ზურაბიშვილი საუკეთესო კანდიდატია“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, მსახიობმა და მწერალმა თემურ ბაბლუანმა, დუშეთში, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“პოლიტიკა ჩემგან ძალიან შორს არის, შორს იყო ყოველთვის და არის ახლაც, მაგრამ, პირველ რიგში, მე ვარ ქართველი, ისევე როგორც თქვენ. არაფერი იმაზე ძვირფასი, მთავარი ფასეულობა არ გამაჩნია, ვიდრე ეს არის ჩემი ქართველობა და მე ვარ ამით ამაყი. სწორედ ქართველობის, საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით ის საუკეთესო კანდიდატია. მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს”,- განაცხადა თემურ ბაბლუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები