ვიქტორ ჯაფარიძე სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს: მისი საუბარი სერიოზულად არ მივიჩნიე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს.
ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ იგი სუბელიანის მოთხოვნით, რამდენჯერმე შეხვდა.
„მირზა სუბელიანთან მისი მოთხოვნით ვიყავი, მაგრამ მისი ნალაპარაკები სერიოზულად არ ჩამითვლია. როგორ შეიძლება, ამის სერიოზულად ჩათვლა? სამარტოო საკანში ზის და კარგად ვერ არის, ეს ადამიანი დიდი სტრესის ქვეშაა. ამიტომ, მისი ნასაუბრები სერიოზულად ვერ მივიღე. მსგავსი საუბარი იყო, მაგრამ რა მიჭრეს და მოჭრეს, არ ვიცი.
უბედურებაა, რომ პატიმრის სანახავად შევედი და ეს ვიღაცამ ჩაიწერა. შეხვედრას მისი მეგობარი ესწრებოდა, გვარი არ მახსოვს. მისი და ოჯახის მოთხოვნით შევხვდი. რეებს ლაპარაკობს, მისი საუბარი სერიოზულად არ მივიჩნიე. აბა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მირზა ყოფილა. ვუთხარი, სამარტოო საკანში რატომ არის და ვურჩიე, ვინმესთან ერთად დაჯექი, არ გაგიჟდე-თქო. გონს მოდი-თქო, ისიც ვუთხარი.
განიცდის, რომ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისი ოჯახი ასეა. სამარტოო საკანშია და რა გასაკვირია, რომ ასეა, ამხელა უბედურება დაემართა? ამ თემაზე გახარიასთან საუბარი არ მქონია, რამდენჯერმე შევხვდი”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები