კახა კალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე: საქმე გვაქვს ერთ დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან

საქმე გვაქვს ერთ დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა კახა კალაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერების საკითხი.
“საქმე გვაქვს ერთ დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს. ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ახალ -ახალ სისულელეებს. ისე მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ, რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, ჩვენთვის. ცოტა „ექშენი“ აკლია ნამდვილად. სასაცილოა ყველაფერი, თუმცა თუ რამე კითხვები არსებობს, გამოძიება დაწყებულია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები