“ეს არის ძალიან დიდი ტყუილი” – კალაძე „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ალბათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აერიათ – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ წევრების „ევროპულ საქართველოში“ გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ალბათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აერიათ. იცით ალბათ ეგ ისტორია, „ევროპული საქართველოს“ წევრებს დღემდე ეგონათ, რომ მათი პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ანუ ერთმანეთში გაერკვიონ, ვინ რომელი პარტიაა. ამ სისულელეებისა და ტყუილების გავრცელებას ურჩევნიათ, თავიანთ პარტიებს მიხედონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ შემადგენლობა რამდენიმე წევრმა დატოვა და “ევროპულ საქართველოს“ შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები