“სვეტიცხოველი არის ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცისა და, ამავე დროს, ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის სიმბოლო”

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო,რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღესთან დაკავშირებით საჩუქრად დავით აღმაშენებლის ხატი გადასცა.

“დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მადლითა სვეტიცხოველისა ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა,სიხარული,სიყვარული და მთლიანობა საქართველოისა,”-აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა.

პრემიერმა პატრიარქსა და საქართველოს მთელ მოსახლეობას დღევანდელი დღესასწაული მიულოცა.

“თქვენო უწმინდესობავ!ძვირფასო მეგობრებო! მინდა მთელს მართლმადიდებელ სამყაროს, ჩვენს მრავალეთნიკურ ერს, განსაკუთრებით კი – ჩვენს ემიგრანტებს,მივულოცო სვეტიცხოვლობა -დღევანდელი დღე. სვეტიცხოველი არის ჩვენი ერის სულიერი სიმტკიცისა და, ამავე დროს, ქართველი ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის სიმბოლო, ” -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მცხეთასთან დაკავშირებით მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.

“სახელმწიფო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ღირსეული მემკვიდრეობა, რაც დღეს გვაქვს და ამასთან ერთად განვავითაროთ ჩვენი სიმდიდრე”, -აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები