სოფიო ქაცარავა: ფრანგ სენატორთან ერთად, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და საპარლამენტო დიპლომატიის როლი განვიხილეთ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ფრანგ სენატორს, პიერ ივ კოლომბას შეხვდა, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები, ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა და საპარლამენტო დიპლომატიის როლი განიხილა.
„სენატორ კოლომბასთან, გარდა მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობისა, ვისაუბრეთ კონკრეტულ სფეროებზე, რომლებშიც საქართველო და საფრანგეთი ეფექტიანად ითანამშრომლებენ და სადაც კიდევ უფრო მეტი პოტენციალია”,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საუბარი, ასევე, საფრანგეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას და საქართველოს საგარეო კურსის დღის წესრიგს შეეხო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები