თეა წულუკიანი: უწყებათაშორისი კომისიის მიზანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია სრულად იყოს თავისუფალი ძალადობისგან

უწყებათაშორისი კომისიის მერვე სხდომაზე, დღეს, წინასაარჩევნო გარემო განიხილეს.
შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, იმ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც კომისია არ დაუტოვებიათ.
როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიის მიზანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია სრულად იყოს თავისუფალი ძალადობისგან.
„ამ არჩევნებისთვის ბოლო 6 წლის განმავლობაში, მხოლოდ 4 შემთხვევა ეხებოდა სავარაუდო ძალადობის ფაქტს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რაც არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ ეს 4 ჩვენთვის, კომისიისთვის, ალბათ, არის, მაინც, დიდი ციფრი. ჩვენი მიზანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია იყოს სრულად თავისუფალი ძალადობისგან,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კი „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიისგან შესაბამის რეაგირებას ელიან.
„ყოველ შეხვედრაზე ადგილი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებს, ამან მიიღო ორგანიზებული ხასიათი. ეს წინააღმდეგობაშია არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა პრინციპთან, ისინი ცდილობენ შეურაცხყოფის მიყენების გზით, სიძულვილის ენის გამოყენებით დაჩრდილონ წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ატარებს. ეს ინფორმაცია მიეწოდა კომისიას და მათგან შესაბამის რეაგირებას ველით“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები