ადვოკატი ვანო მერაბიშვილის მკურნალობისთვის უცხოელი ექიმების ჩამოყვანას ითხოვს

„ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი“, – აცხადებს შს ყოფილი მინისტრის შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, მერაბიშვილს არავითარი მკურნალობა არ უტარდება.
“დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა „მედიქლაბში“ ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი. ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს, არ არის დადგენილი, რისგანაა გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული. სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო ემკურნალა ვანო მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს, ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ”, – განაცხადა მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
ადვოკატი იუსტიციის მინისტრის შეფასებას ვანო მერაბიშვილის დიაგნოზის შესახებ ცინიკურს უწოდებს.
“ცინიკურია დამოკიდებულება ქალბატონი იუსტიციის მინისტრის, როდესაც ამბობს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კორექტულები და პატივი უნდა ვცეთ ექიმების კვალიფიციურ დასკვნას. ჩვენ პატივს ვცემთ ექიმებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ პროცესში, მაგრამ ვერანაირად ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, ანუ ის, რომ არაფერი არ დადგინდა, მივიღოთ მოცემულობად და არაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მერაბიშვილს ვუმკურნალოთ”, – აღნიშნა ჩივიაშვილმა.
მერაბიშვილის ადვოკატის თქმით, მათ აქვთ კომუნიკაცია უცხოელ სპეციალისტებთან და უახლოეს პერიოდში აპირებენ მათ ჩამოყვანას საქართველოში, რათა მერაბიშვილს დიაგნოზი დაესვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები