„თქვენ ერთვებით რუსეთის საინფორმაციო ომში“- ამირან სალუქვაძე ანალიტიკოსებს მიმართავს

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე კოლეგებს, ანალიტიკოსებს მიმართავს. მან განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე გააკეთა.
„ერთ საკითხს მინდა, გამოვეხმაურო. ეს ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს. ხშირად ვკითხულობ და დღესაც წავაწყდი ერთ სტატიას, რომ რუსეთის გენშტაბში არსებობს საქართველოს ინტერვენციის განხორციელების გეგმა. მე მოვუწოდებ კოლეგებს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის განცხადებებისგან. თუ ამბობთ, რომ რუსეთის გენშტაბში დევს ეს გეგმა, მაშინ დადეთ ეს გეგმა. თუ ნანახი გაქვთ, მაშინ თქვით, რომ ნანახი გაქვთ, თუ ამბობთ რომ დევს, ე.ი. ვიღაცამ მოგაწოდათ ინფორმაცია , მაშინ დაასახელეთ წყარო, თუ არადა შეეშვით სპეკულაციებს. ბოლო ზღვარი იყო დღეს . თქვენ ერთვებით რუსეთის საინფორმაციო ომში, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ უნებლიედ აკეთებთ ამას. არ გესმით , რას აკეთებთ. მარტო რეიტინგები არ არის ყველაფერი.
მილიონ სცენარს დავწერ შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით , მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა მოგეთხოვებათ, მეც თქვენთან ერთად. რუსეთის გენშტაბში დევს საბრძოლო მოქმედებების გეგმა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ნებიმიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში. ასეა ყველა სახელმწიფოს გენერალურ შტაბებში. ეს ჩვეულებრივი თემაა. არა საჭირო ეს ხმაურიანი განცხადებები კარასინის განცხადებების და ლუგარის ლაბორატოიირს ირგვლი ატეხილი ხმაურის ფონზე. თავი შეიკავეთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები