გია ვოლსკი: ფარცხალაძე სად მუშაობს, რამდენად კანონიერად, ამ საკითხზე მისმა ადვოკატმა ილაპარაკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა ფარცხალაძის შემოსავლების წარმომავლობა დეტალურად განმარტა.
რაც შეეხება ფარცხალაძის მისამართით ოპონენტების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, ვოლსკი აცხადებს, რომ ოპონენტებმა კორუფციის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.
“ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, ადამინმა უნდა იმუშავოს თუ შეუძლია, მაგრამ ფარცხალაძე სად მუშაობს, რამდენად კანონიერად, ამ საკითხზე მისმა ადვოკატმა ილაპარაკა. მეორე მხარესაც თუ ჰყავს ადვოკატი და თუ აქვს არგუმენტები, მანაც უნდა ილაპარაკოს. თუ რამე კრიმინალურია პროკურატურა ჩაერთვება. ასე ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება ააგორო – თქვენ მაგის ოსტატები ხართ და მერე სულ იყოს ამის თაობაზე საუბარი ჩვეულებრივი ამბავია სამწუხაროდ,” – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ადვოკატი გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე 5 წელია, რაც ბიზნესშია და მისი შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია Elbit-ის ბიზნესპროექტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები