ზაზა გაბუნია: არც ლანჩხუთში, არც სხვაგან „ქართული ოცნების“ არცერთ წევრს პარტიის რიგები არ დაუტოვებია

„არც ლანჩხუთში არც სხვაგან „ქართული ოცნების“ არც ერთ წევრს არ დაუტოვებია პარტიის რიგები“,- ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დღევანდელ განცხადებას.
ზაზა გაბუნია გიგი უგულავას განცხადებას გამოგონილს უწოდებს.
„როდესაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ამ შემთხვევაში გიგი უგულავა საუბრობს ასეთ რამეს და ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს არის უკვე სიმპტომი იმისა, რომ ეს პარტია საარჩევნო მარათონის ამ ფაზაში უკვე აგებს არჩევნებს და იწყებს ასეთი თემების შეთხზვას“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები