ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ლევან გამყრელიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა“, – განუცხადა „კვირას“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თაკო გოდერძიშვილმა.
ლევან გამყრელიძე საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის ივნისში დაინიშნა, მანამდე ის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა (2015-2017 წლებში).
უფრო ადრე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები