დავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნების“ რეალური კანდიდატი დავით ბაქრაძეა

„ქართული ოცნების“ რეალური კანდიდატი დავით ბაქრაძეა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომელიც ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსს“ შეუერთდა.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვისაც“ ძალიან სანანებელი იქნება, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს.
„ათი ტური რომ არსებობდეს, ალბათ, ათივე საჭირო იქნებოდა ამ არჩევნებზე. ჩვენი მოსახლეობის არჩევანი არ იქნება ეს არჩვენები.
არჩევნებს მაშინ აქვს აზრი, როცა შეიძლება რაღაც შეიცვალოს.
„ქართული ოცნებისთვისაც“ ძალიან სანანებელი იქნება, თუ მისი კანდიდატი გაიმარჯვებს. იმიტომ, რომ, ქალბატონი სალომე, ალბათ ,უფრო უმართავი იქნება, ვიდრე მარგველაშვილი. ყველაზე მორჩილი „ქართული ოცნებისთვის“ ბაქრაძე იქნება. „ქართული ოცნების“ რეალური კანდიდატი ბაქრაძეა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები