„ჩერნოვეცკის“ ფონდი საზოგადოებას ოკუჯავების ოჯახის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ოკუჯავების სოციალურად დაუცველი ოჯახი ქალაქ ფოთში ცხოვრობს. ამ ოთხი შესანიშნავი ბიჭუნას მშობლები აფხაზეთიდან არიან, მათ 1993 წელს იძულებით მოუხდათ მშობლიური კუთხის დატოვება.
დღეს ოკუჯავებს მატერიალურად ძალიან უჭირთ: ბავშვები ხშირად შიმშილობენ, არ აქვთ საკუთარი საცხოვრებელი ფართი, არ ყოფნით თანხა ელემენტარული მედიკამენტების საყიდლად…
ნინო ზურაბიანი – ბავშვების დედა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოჯახს მოუაროს, შვილები დააპუროს, ავადმყოფ მეუღლეს მიხედოს, რომელსაც მხედველობის სერიოზული პრობლემები აქვს და არ შეუძლია მუშაობა.
„ჩვენ დევნილობაში შევქმენით ოჯახი. მიუხედავად დევნილობის მძიმე ყოფისა, გადავლახეთ ბევრი სირთულე, შეგვეძინა შვილები, მეუღლე მუშაობდა და ბედს, როგორც იტყვიან, ამ ვუჩიოდით… თუმცა როდესაც მეოთხე შვილი გაგვიჩნდა, ყველაფერი შეიცვალა უარესობისკენ – 1 წლის გაბრიელს ეპილეფსია დაუდგინეს, ხოლო მეუღლე ავად გახდა და მხედველობის დაქვეითების გამო იძულებული შეიქნა სამსახურიდან წამოსულიყო… ასე დავრჩით შემოსავლის წყაროს გარეშე და ახლა მხოლოდ დევნილთა შემწეობის თანხით გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე“,- ამბობს ნინო ზურაბიანი.
ყველაზე უფროსი – გურამი ახლა 14 წლისაა, საბა- 13-ის, დავითი- 12 -ის, ხოლო გაბრიელი- 4 წლის. მშობლებს არ გააჩნიათ არანაირი საშუალება, რომ ბავშვს სრულყოფილი კვლევა ჩაუტარონ, რადგან ადგილობრივმა ექიმებმა ვერა და ვერ დაადგინეს ეპილეფსიის ზუსტი ფორმა. ამასობაში კი პატარა გაბრიელი იტანჯება პერიოდული კრუნჩხვებისგან და ტკივილისგან.
„უფალს შევსთხოვ, რომ ჩემი შვილი გამოაჯანმრთელოს, თუმცა კარგად მესმის, რომ ბავშვს მკურნალობა სჭირდება… მაგრამ სად ვიშოვო თანხა? ვის მივმართო? ღამეები არ მძინავს, ვდარაჯობ ბავშვს, რომ კრუნჩხვების დროს რამე გამოუსწორებელი არ მოხდეს…“,- ამბობს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დედა.
ოკუჯავების ოჯახს არ გააჩნია საკუთარი ჭერი. სახელმწიფო მათ დიდი ხანია ჰპირდება ბინის გამოყოფას დევნილთა დასახლებაში, თუმცა დაპირებებს ბოლო არ უჩანს. უბინაობა კი უფრო ართულებს ამ ოჯახის ისედაც მძიმე მდგომარეობას.
„მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ ოკუჯავების ოჯახს დახმარების ხელი. ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ამ ოთხ ბიჭუნას ესაჭიროება საკვები პროდუქტები, ხოლო პატარა გაბრიელს- მედიკამენტები! ისინი დახმარებას ითხოვენ და არ დავრჩეთ გულგრილნი, ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ „ჩერნოვეცკის“ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ოკუჯავების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ „ჩერნოვეცკის“ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/373-okudjava “,- აცხადებენ ფონდში.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები