გიორგი კახიანი: “ნაცმოძრაობის” ინიციატივა სამართლებრივი თვალსაზრისით სრული აბსურდია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შემუშავებულ ინიციატივას კანაფის კულტივაციის კონსტიტუციით აკრძალვასთან დაკავშირებით, ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პოპულისტური ინიციატივა და სამართლებრივად სრული აბსურდი.

“ეს პოპულისტური ინიციატივა, როგორც ჩანს, არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მოხვეჭას ემსახურება, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით ეს არის სრული აბსურდი, გამომდინარე იქიდან, რომ ითხოვენ 200 000 ხელმოწერის შეგროვებას იმ კონსტიტუციურ ნორმაზე, რომელიც ვიდრე 200 000 ხელმოწერა შეგროვდება საერთოდ აღარ იარსებებს ეროვნულ სამართლის სისტემაში, გამომდინარე იქიდან, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს სრულიად ახალი კონსტიტუციური ცვლილებები ამოქმედდება და ეს ნორმა უბრალოდ ფიზიკურად აღარ იარსებებს”, – აცხადებს კახიანი.
კანაფის კულტივაციის კონსტიტუციურ აკრძალვასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტიში საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იმსჯელეს. ამ ინიციატივის ავტორია “ნაციონალური მოძრაობა”. ინიციატივის პარლამენტში განსახილველად საჭიროა 200 000 ხელმოწერა, რომელიც მათ ორი თვის ვადაში უნდა მოიპოვონ. თუმცა, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამბობენ, ძალიან მოკლე დროში შეძლებენ ხელმოწერების ჩაბარებას, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება საქართველოში მარიხუანას კულტივაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები