ლევან ყიფიანი: ჩანაწერების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც გადამონტაჟებულია

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ ჩანაწერების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან შეთანხმებით ჩაიწერა, მაინც გადამონტაჟებულია.
„ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა – ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან. მიუხედავად ამისა, ჩანაწერების ნაწილი, რაც მედიით გავრცელდა და რაც ჩვენ, მე და ოქუაშვილმა წინასწარი შეთანხმებით და რეპეტიციების გავლით ჩავწერეთ, მაინც სერიოზულად გადამონტაჟებულია“, – აცხადებს ლევან ყიფიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის ჩვენება დღეს გაასაჯაროვა.
ცნობისთვის, ყოფილი მაღალჩინოსანი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გუშინ კიდევ ერთხელ გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები