ყიფიანის მტკიცებით, ოქუაშვილი ჩაწერისას მას არტისტიზმს უწუნებდა – “ჩანაწერების უმრავლესობა ჩემი და ოქუაშვილის მიერაა ინსცენირებული”

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის 2018 წლის 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენება გაასაჯაროვა.
ჩვენების თანახმად, ჩანაწერების უმრავლესობა, რაც მედიაში გავრცელდა მისი და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერაა ინსცენირებული, რომელიც ოქუაშვილის ოფისშია ჩაწერილი.
“ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა, რაც გავრცელდა მედიაში ჩემი მონაწილეობით, არის ჩემი და ზაზა ოქუაშვილის მიერ ინსცენირებული და ჩაწერილია ღიად მის ოფისში. ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა – ანუ მიწუნებდა არტისტიზმს, რაც მართლა არ არის ჩემი ძლიერი მხარე. იყო შემთხვევები, რომ ხისტ ფორმულირებებს ითხოვდა, რაზეც ვერ მიყოლიებდა და ვწერდით ხოლმე თავიდან”, – ნათქვამია ლევან ყიფიანის მიერ მიცემულ ჩვენებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ლევან ყიფიანის 2018 წლის 9 ოქტომბრის გამოკითხვა გაასაჯაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები