ლევან ყიფიანი: ჩემთვის უცნობია რეალურად გააჩნდა თუ არა რაიმე ვალდებულება უცხოელ პარტნიორებთან ზაზა ოქუაშვილს

ჩემთვის უცნობია რეალურად გააჩნდა თუ არა რაიმე ვალდებულება უცხოელ პარტნიორებთან ზაზა ოქუაშვილს, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ჩვენებაშია აღნიშნული, სადაც ლევანი ყიფიანი ჩარულ ჩანაწერებზე საუბრობს.
“ჩანაწერების დამზადების არსი იყო ის, რომ უცხოელი პარტნიორები დარწმუნებულიყვნენ, თითქოს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი განიცდიდა ზეწოლას სახელმწიფო სტრუქტური წარმომადგენელთა მხრიდან და საკუთარი ბიზნესის დასაცავად იგი საკმაოდ დიდი ოდენობის თანხას უხდიდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რის გამოც ვერ ასრულებდა მათ წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა ჩემთვის უცნობია რეალურად გააჩნდა თუ არა რაიმე ვალდებულება უცხოელ პარტნიორებთან”, – აცხადებს ყიფიანი ჩვენებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები