გიორგი გვიჩიანი “მოქალაქის” იურისტების მიერ მისი საქმის შესწავლას ითხოვს

“თელასის” ფინანსური მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა მისჯილი გიორგი გვიჩიანი ბიძინა ივანიშვილს წერილობით მიმართავს და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” იურისტების მიერ მისი საქმის შესწავლას ითხოვს.
გვიჩიანის განცხადებით, მას სამუდამო პატიმრობა უსამართლოდ მიუსაჯეს და მის საქმეში არსებული ახალი გარემოებები მის უდანაშაულობას ამტკიცებს.
გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმეს სააპელაციო სასამართლო საქმეში ახალი გარემოებების აღმოჩენის ნიადაგზე განიხილავს. პროცესი 27 მაისსაა ჩანიშნული. ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, სასამართლო პროცესზე მხარეები სიტყვით გამოვლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები