ტრამპი: გვაცნობეს, რომ ირანში მკვლელობები შეწყდა და სიკვდილით დასჯა დაგეგმილი არ არის

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სანდო წყაროდან აცნობეს, რომ ირანში სიკვდილით დასჯის გეგმები შეჩერებულია.

„ჩვენ შეგვატყობინეს, თანაც საკმაოდ დაბეჯითებით – თუმცა ვნახავთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი – მაგრამ გვითხრეს, რომ მკვლელობები ირანში წყდება, უკვე შეწყდა კიდევაც და სიკვდილით დასჯა დაგეგმილი არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, აღნიშნულმა ინფორმაციამ მასთან ახლახან მიაღწია.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი საუბრობდა იმაზე, რომ დღეს სიკვდილით დასჯის დღე იქნებოდა. თუ ეს მოხდება, ყველანი ძალიან გავბრაზდებით“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები