ნათელაშვილი ინტელიგენციას: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ თქვენი გრიალი დამთავრებულია

“ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ თქვენი გრიალი დამთავრებულია. თქვენ არავინ აღარ მოგისმენთ მთავრობაში, თქვენ ვერავის ვეღარ დაურეკავთ და თქვენი დახმარება არავის დასჭირდება”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდტმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ დანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა და რუსთაველის თეატრში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრას “სამარცხვინო თავყრილობა” უწოდა.
ნათელაშვილი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები სამთავრობო დაწესებულებებში ვერ დასაქმდებიან.
ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანი ინტელიგენტი და ხელოვანი მაშინ არის, როდესაც მოქალაქეების გვერდით დგას და ფინანსური ინტერესებით არ მოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველს რუსთაველის თეატრში გასულ პარასკევს შეხვდა, რომელსაც ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები