თემქაზე მოკლული 20 წლის გოგონას მამა: მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციას შეისწავლის

შინაგან საქმეთა მინისტრი დამპირდა, რომ სიტუაციას შეისწავლის, – აღნიშნულ განცხადება თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამამ, მამუკა ნაცვლიშვილმა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ლადო გრიგალაშვილის მამა დღესაც მუშაობს უწყებაში, კერძოდ საპატრულო პოლიციაში. მას არ აქვს ამის მორალური უფლება. ის არის მეტროს პატრული. მათ ევალებათ მხოლოდ ჯიბეზე ყურება, ხომ არ აქვს მოქალაქეს რაიმე უკანონო ნივთი. თუ დანა გაქვს ჯიბეში, დაგაჯარიმებენ დანის ტარების გამო. მას არ აქვს მორალური უფლება, ვინმე დააჯარიმოს დანის ტარების გამო, რადგან მისმა შვილმა 25 სანტიმეტრიანი დანა იხმარა. ვითხოვ მის გათავისუფლებას სამსახურიდან. მინისტრმა გულდასმით და ყურადღებით მომისმინა და შემპირდა, რომ სიტუაციაში გაერკვევა და იმედია, საჩემოდ გაერკვევა, საკმაოდ გულისხმიერი კაცი ყოფილა ბატონი მინისტრი“, – განაცხადა მამუკა ნაცვლიშვილმა.
თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის მეგობარი მამაკაცი დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები