“შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნამ ამ დანაშაულების გამოძიებისადმი სამინისტროს მიდგომა სხვა ხარისხში აიყვანა”

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამოუკიდებელი ექსპერტის, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის შეფასებით, 2018 წლის დასაწყისში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, სამინისტროს მხრიდან სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების ნების არსებობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ცნობით, ექსპერტმა განაცხადა, რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების მონიტორინგის მანდატით, დეპარტამენტის აღჭურვამ ამ დანაშაულების გამოძიებისადმი სამინისტროს მიდგომა სხვა ხარისხში აიყვანა.
ექსპერტი მიესალმება სამინისტროს გაცხადებულ პოლიტიკას სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ფაქტების სათანადოდ და ეფექტიანად გამოძიების შესახებ.
წყარო: https://goo.gl/RZzQzT

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები