ლერი ხაბელოვი: ქართველმა კალათბურთელებმა ავტობუსზე დააგვიანეს და თამაშს ვერ მიუსწრეს

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს 3X3-ზე კალათბურთელთა ნაკრების სლოვენიასთან გამოუცხადებლობის მიზეზი ავტობუსზე დაგვიანება გახდა.
შესაბამისი განმარტება ხაბელოვმა ტელეკომპანია “იმედთან” გააკეთა.
მისი განცხადებით, ნაკრებმა ავტობუსის გრაფიკის დრო ვერ გათვალა, რის გამოც შეხვედრაზე დააგვიანა.
“მიზეზი არის ის, რომ დააგვიანეს. ძალიან შორს იმყოფება ოლიმპიური სოფელი იმ ადგილიდან, სადაც შეჯიბრი ტარდება და ელემენტარულად ვერ განსაზღვრეს გრაფიკი ავტობუსის მოძრაობისა. ალბათ, ამ გრაფიკთან მიმართებაში რაღაც შეეშალათ. წინა დღეები როცა იყო, პარასკევი, შაბათი, კვირა, თავისუფლად მოძრაობდნენ მანქანები. დღეს ძალიან გადატვირთული იყო, სამუშაო დღეები დაემთხვა და ეს ვერ გათვალეს, ეტყობა”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, გუშინ სლოვენიასთან მატჩზე არ გამოცხადდა, სადაც ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ. ქართველმა კალათბურთელებმა მხოლოდ მეორე თამაშს მიუსწრეს, რომელშიც იორდანიის ნაკრები დაამარცხეს – 21:4.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები