რომში, ეუთოს შეხვედრაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და ომის შემდგომი ურთიერთობები განიხილეს

იტალიაში, რომში გამარულ ეუთო-ს ქვეყნების შეხვედრზე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, შალვა ცისკარიშვილი სიტყვით გამოვიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ცისკარიშვილმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ომის შემდგომ ურთიერთობებზე.
მანვე ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ მთელ რიგ კანონდარღვევებზე და მოუწოდა ეუთო-ს მისიის წევრებს აქტიურად ჩაერიონ ამ საკითხებში. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტები სათანადოდ უნდა აისახოს მილანში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე გამართულ დისკუსიებსა და მის დოკუმენტებში.
აგრეთვე, შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს 2018 წელს, ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ეუთო-ს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე, კარგი მმართველობის გაძლიერებასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე. ღონისძიებაზე საგანგებო სესია დაეთმო მიმდინარე წლის დეკემბერში ქ. მილანში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე განსახილველ თემებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები