სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ექიმების შემოწირულობებთან დაკავშირებით აჟიოტაჟი მიზანმიმართულად შეიქმნა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ექიმების მიერ მისი ფონდისთვის ჩარიცხულ თანხებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მიზანმიმართულად შეიქმნა.
შესაბამისი კომენტარი ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
ჟურნალისტმა აუდიტის სამსახურის მიერ საქმეზე დაწყებულ მოკვლევასა და ერთ-ერთი ექიმის განცხადებაზე გაამახილვა ყურადღება, რომელმაც ზურაბიშვილს თანხა შესწირა თუმცა მისი მხარდამჭერი არ აღმოჩნდა.
“ეს არ არის საქმე, უკვე ასეთი ტერმინი არ არის სწორი. აუდიტმა დაიწყო გამოძიება იმიტომ, რომ იყო კითხვები შემოსული გარედან ამის შესახებ და აუდიტი თავის მოვალეობას ასრულებს, რაც სრულიად ნორმალურია და მე მიმაჩნია, რომ ეს, რაც დაწყებულია გარეთ, აუდიტის ჩატარება ნორმალურია, მაგრამ გარეთ, ეს ეჭვები, ვითომც, არის ძალიან შეურაცხმყოფელი ექიმებისთვის, იმიტომ, რომ რაღაც კატეგორიაა გამოყოფილი, ვითომც ექიმების, ან არ არიან დამოუკიდებლები, ან არ აქვთ უფლება, რომ მხარი დამიჭირონ და მე მგონი, რომ ეს არის ძალიან ბუნებრივი, რომ ექიმები, რომლებიც არიან ერთ-ერთი ძალიან დამოუკიდებელი კატეგორია სწორედ, იმიტომ, რომ არავისზე არ არიან დამოკიდებულები თავიანთი თავის გარდა”, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ კონკრეტულ ექიმთან დაკავშირებით ლითხვა ლოგიკურად განჩნდა, რადგან მან ზურაბიშვილს 20 ათასი შესწირა.
“მაშინ ეს უნდა ჰკითხოთ იმ ექიმებს, რომლებმაც გადმორიცხეს. ჩემთვის არის ძალიან ლოგიკური. ზოგადად, ლაპარაკი ექიმებზე, სხვათაშორის სტალინის დროს იყო ხომ ექიმების საქმე. ასე კატეგორიების გამოყოფა არის ძალიან არასწორი და შეურაცხმყოფელი. მე მგონი, რომ ყველა, ვინც მხარს მიჭერს ამ ფორმით, არის ჩემთვის ძალიან ღირებული. თუ ვინმე იმისთვის შემოვიდა, რომ მერე თქვას და მერე დაწეროს, რომ არ მიჭერს მხარს და შექმნას პრობლემა, ესეც არ გამიკვირდება”, -აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები