პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს უფროსებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს
საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით, აპარატის ხელმძღვანელობასა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროსხელმძღვანელებს შორის სამუშაო შეხვედრები იმართება.
მსგავსი ფორმატის ფართომასშტაბიანი შეხვედრა, საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, პირველად ტარდება.
დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ გახსნა. იგი ღონისძიების მონაწილეებსმიესალმა და აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროსა და მათ თანამშრომლებთან კოორდინაცია და აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ისინი რეგიონებში საქართველოს პარლამენტსწარმოადგენენ. ორდღიანი ღონისძიების მიზანია უშუალო კომუნიკაციის დამყარება, აქტიური თანამშრომლობის დაწყება და იმ საჭიროებების განსაზღვრა, რომლითაც პარლამენტის აპარატი ხელს შეუწყობსბიუროების საქმიანობას მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში. ამასთანავე, შეხვედრების ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს წარმომადგენლებს პარლამენტში მიმდინარე რეფორმების დადაგეგმილ აქტივობების თაობაზე ინფორმაციას გავაცნობთ და იმ ახალ გამოწვევებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ, კონტროლისა და ზედამხედველობისკუთხით, პარლამენტის გაზრდილ ფუნქციებს შეეხება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, სამუშაო შეხვედრები იმ შეთავაზებების გაცნობასაც ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის აპარატი საკუთარი რესურსების და შიდა ტრენერებისგამოყენებით, ბიუროს თანამშრომლებს სთავაზობს.
„თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი, პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებში და კომიტეტების აპარატში ბიუროს თანამშრომლების სტაჟირების გავლას მოიცავს. ასევე, დაგეგმილია ყველა რეგიონში შიდატრენერების მიერ სამდღიანი ტრენინგების ჩატარება: სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური ანგარიშგების, მოქალაქეებთან ურთიერთობის, საქმისწარმოების და ახალი რეგლამენტის თაობაზე. შედეგად,ნოემბერიდან მომავალი წლის ივნისამდე 73 ბიუროს ნახევარზე მეტი თანამშრომელი გადამზადდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს უფროსებს ნორმატიული აქტების კრებული და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობის სატელეფონო ცნობარი დაურიგდათ.
საირმეში მიმდინარე ორდღიან სამუშაო შეხვედრას, პარლამენტის აპარატის უფროსთან ერთად, მისი ორი მოადგილე, დეპარტამენტების და განყოფილების უფროსები ესწრებიან.