სალომე ზურაბიშვილი რუსთავს ძალიან საინტერესო პოტენციალი აქვს

რუსთავი სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ის ქართული ეკონომიკისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთავში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალაქის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან აღნიშნა, რუსთავი სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ის ქართული ეკონომიკისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
“რუსთაველებისთვის მთავარი გზავნილი გარდა იმისა, რომ გაიგონ რისთვის მოდის პრეზიდენტი, იყო ის რომ პრეზიდენტი მათთვის გზის მაჩვენებელი იქნება. რუსთაველებისთვის მნიშვნელოვანია მეტალურგიული ქარხანა, მაგრამ უნდა მოვნახოთ განვითარების ახალი გზებიც და ასეთი არსებობს ამ ადგილას, იმიტომ, რომ რუსთავი მდებარეობს სტრატეგიულად ძალიან საინტერესო ადგილას, ლოჯისტიკის მხრივ და შეიძლება ამ კუთხით იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ეკონომიკისთვის. ასევე, კულტურის მხრივ შეიძლება განვითარდეს უფრო ბევრად. არსებობს აქ ძალიან საინტერესო პოტენციალი, მე ვხვდები ცოტა ხანში ახალგაზრდებს ხელოვნების დარგში და უნდა ვნახოთ რა კუთხით შეიძლება ეს ქალაქი უფრო აქტიურად გამოჩნდეს საქართველოს კულტურულ რუქაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები