სალომე ზურაბიშვილი: რუსთავს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში

„ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთავში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსთავის განვითარებაზე იზრუნებს.
„ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება რუსთავის განვითარება. ეს ადგილი არის არაჩვეულებრივი, ამ ადგილს აქვს მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში. თუ, რამე არის საჭირო და წარმატებული დღევანდელ მსოფლიოში, ეს არის რუსთავის ლოჯისტიკური ადგილმდებარეობა, რაც კავკასიის ერთ-ერთ ცენტრად ქმნის. ამაზე უნდა ვიფიქროთ, თუ როოგრ უნდა განვავითაროთ ეს მიმართულება. შემდეგ ამ ყველაფერში ჩავრთავთ მთავრობას, პარლამენტს, უცხოელ ინვესტორებს, უცხოელ პარტნიორებს, რომლებთანაც მე მექნება ურთიერთობა. ეს არის ის, როგორც მე წარმომიდგენია პრეზიდენტი, არა მხოლოდ გაუთავებელ დებატებში ჩართული, არამხოლოდ ვეტომდებელი, არამედ თქვენთან ერთად ფიქრში, თუ როგორ განვავითაროთ ქვეყანა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები