სალომე ზურაბიშვილი: არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 %-ს კი არა, 70 %-ს ავიღებ

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ბანკი „ქართუდან“ სესხის აღების საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ სესხის პროცენტის გადახდას არ აპირებს, რადგან არჩევნებზე 10%-ზე გაცილებით ბევრს აიღებს.
„არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი „ქართუ“ დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკ – „ქართუდან“, მილიონი ლარი ისესხა. აღნიშნული ინფორმაცია, აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა და 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 10%-ს ან მეტს მიიღებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად არაუმეტეს 1 000 000 ლარის მიღების უფლება აქვს – არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გაწეული ხარჯების დასაფარავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები