არჩილ თალაკვაძე: თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი – ეს სალომე ზურაბიშვილი იქნება

„სალომე ზურაბიშვილი იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და პირველ რიგში თქვენი პრეზიდენტი“, – ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, რუსთავში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებს.
„ახლა ვუყურებ აუდიტორიას და ძალიან ბევრი პოლიტიკით, სოციალურ-ეკონომიკური პროცესებით დაინტერესებული ქალი არის ამ დარბაზში, ქალები რომლებიც მუშაობენ, რომლებიც ზრდიან შვილებს, ასწავლიან სკოლებში და რომლებიც დიდ საქმეს უკეთებენ ჩვენს საზოგადოებას. დიახ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სწორედ თქვენი არჩევნები. დღეს მოდის ლიდერი და მონაწილეობს ამ კამპანიაში ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში! ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები