სიღნაღში 4 -ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, სიღნაღში 4- ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს შესანიშნავი ხედებით უმასპინძლებს.
130 ნომრიან სასტუმროში თავმყორილი იქნება სპა და ფიტნეს ცენტრები, ღია და გარე აუზი, ღვინის ბარი, მარანი, მაღალი კლასის რესტორანი, ლაუნჯ ბარი 360 გრადუსიანი ხედით და მასშტაბური საკონფერენციო დარბაზი. აღნიშნული პროექტი 50,000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართი 14,000 კვ.მ-ია. ამჟამად, სასტუმრო მშენებლობის აქტიურ ფაზაშია და 2020 წლიდან დამსვენებლების გამასპინძლებას შეძლებს. დღეის მდგომარეობით, პროექტის საინვესტიციო მოცულობა 21 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოში მნიშვნელოვლად აღინიშნება სწრაფი ტემპით მზარდი ტურისტული ნაკადები, თუმცა ამ ტენდენციის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება და ეს პროექტი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების მოზიდვას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შემქნას და კახეთის პოპულარიზაციას, როგორც უძველეს და უნიკალურ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონს.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით, ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი, რომლის მიზანია სტრატეგიული მნიშნელობის ტურისტული პროექტების მხარდაჭერა, ტურისტების მოზიდვა და საქართველოს დამკვიდრება მსოფლიო ტურიზმის რუკაზე.
ამჟამად საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პროექტები ვითარდება ქ. თბილისში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. ათივე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 218 მლნ აშშ დოლარზე მეტი. ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად დასაქმდება 10,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რიცხვი 2,500-ს გაუტოლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები