სალომე ზურაბიშვილი: რუსულ სამსახურებს, შესწავლილი აქვთ ქართული ცნობიერება და იციან რას უნდა დაარტყან

„რუსებს შესწავლილი აქვთ ქართული ცნობიერება და მათ კარგად იციან თუ სად უნდა დაარტყან, ეს არის „მამულა, ენა და სარწმუნოება“ – ისინი მე სამივე ცნებაში ბრალს მდებენ“
„რუსულ სამსახურებს დიდი ხნის შესწავლილი აქვთ ქართული ცნობიერება და იციან, რას უნდა დაარტყან და ისინი უმიზნებენ სამ ცნებას – მამულს, ენას და სარწმუნოებას და ისინი მე სამივეში ბრალს მდებენ“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის თეატრში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.
„სტაბილიზაცია, გაერთიანება და მშვიდობა ეს არის ის რაც ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ის რისთვისაც მე გადავწყვიტე, რომ ვიყარო დღეს კენჭი პრეზიდენტობაზე და ეს არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად აწყობს მტერს. მტერი არის ცოტა ისეთი ცნება – მტერი არის კონკრეტული და ყველამ ვიცით ვინ არის, მაგრამ მტერი არის ასევე ყველა ის, ვინც ამითი სარგებლობს, რომ ქვეყანა დაასუსტოს და დაშალოს და არ მოგვცეს ის გასაქანი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, რომ განვითარების გზაზე ვიაროთ უფრო სწრაფად, ენერგიულად და შედეგიანად.
არაა გასაკვირი და შემთხვევითობა რომ რუსული პიარი ოფიციალურად და ღიად არის ჩართული ჩემს საწინააღმდეგო კამპანიაში. როგორც წარსულში რუსების სამსახურებს, დღესაც კარგად ესმით და დიდი ხნის შესწავლილი აქვთ ქართული ცნობიერება და იციან რას უნდა დაარტყან და ისინი უმიზნებენ სამ ცნებას – მამულს, ენას და სარწმუნოებას და სამივეში ბრალს მდებენ. ასე რომ ეს არ არის შემთხვევითობა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები