თბილისობის დღესასწაულზე შალიკაშვილი/ფეტვიაშვილის „შოუქეისი“ იქნება წარმოდგენილი
6 და 7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისობის დღესასწაულზე „ამირან შალიკაშვილის“ საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი და თბილისის მერია წარმოადგენს პროქტს „რომელმან შექმნა სამყარო“ და შალიკაშვილი/ფეტვიაშვილის „შოუქეისს“.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პანტომიმის თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ გმირებს შოთა რუსთაველის პოემიდან „ვეფხისტყაოსანი“.
6 ოქტომბერი: შალიკაშვილი/ფეტვიაშვილი შოუქეისი;
7 ოქტომბერი: „რომელმან შექმნა სამყარო“.
ლოკაცია: ლეღვათახევი ( აბანოთუბანი )