თბილისში, 25 წლის მამაკაცი მოკლეს
თბილისში, დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მათ მომხდარი არ დაუნახავთ, თუმცა ჩხუბის ხმა ესმოდათ. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს კიდევ ერთი პიროვნება დაიჭრა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.