„თეთრი ლიდერია უსაფრთხო ფერებს შორის“ – შალვა ოგბაიძე ტაქსების რეგულაციაზე საუბრობს

თუ კარგად მოვძებნით ინფორმაციას, ფერების მიხედვით ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თეთრი ერთერთი, თუ არა ერთადერთი ლიდერია უსაფრთხო ფერებს შორის, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრმა შალვა ოგბაიძემ ტაქსების რეგულაციის საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ავტომობილის ფერებს უსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„მე ყველაზე მეტი კონტაქი მაქვს ჩემს კოლეგებთან, მძღოლებთან. თავად ტაქსის მძღოლები მოითხოვდნენ წესრიგის დამყარებას ამ სფეროში. ისინი, პროფესიონალი ადამიანები ატყობდნენ, რომ მათ გვერდზე აღმოჩდნენ შემთხვევითი ადამიანები, რომელთაც ნულოვანი პასუხისმგებლობა ჰქონდათ ატომობილის მოწესრიგების, ტექნიკური გამართულობის, თუნდაც მართვის უნარ-ჩვევების თვალსაზრისით , რომელიც სახელს უტეხდა ამ ადამიანებს.
რაც შეეხება ავტომობილის ვიზუალის თემას:
ავტომობილის ფერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებისათვის. აღმოჩნდა რომ არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება გლობალურ სტატისტიკაში ფერის და ავარიების რიცხვს შორის, რომელი ავტომობილები უფრო მეტი რისკის შემცველია. აღმოჩნდა, რომ თეთრი და ყვითელი ფერის ავტომობილები ყველაზე იოლად შესამჩნევი ფერია. ერთადერთი თეთრი ფერი აგებს ყვითელთან შედარებით იმით, რომ ნისლში შედარებით არ ჩანს, თქვენ იცით, რომ თბილისში ნისლი არ არის. დანარჩენი, თეთრი მართლაც კეთილშობილური ფერია, მით უმეტეს, ჩვენ ცხელი ზაფხული გვაქვს, იცით, რომ თეთრი ფერი შედარებით ამრეკლი თვისებებით ხასიათდება, ისე არ ცხელდება, როგორც მუქი ავტომობილი.
თუ კარგად მოვძებნით ინფორმაციას ფერების მიხედვით ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ თეთრი ერთერთი, თუ არა ერთადერთი ლიდერია უსაფრთხო ფერებს შორის. მით უმეტეს იოლად მოსავლელია, იოლად იტანს პატარა ნაკაწრებს.
მძღოლებს არავინ შეღებვას არ ავალდებულებს. უმეტესობა ისედაც თეთრი ფერია ტაქსები, რატომ მაინცდამიანც შეღებვა? იცით, რომ არსებობს ლამინირება, ფირფიტის გადაკვრა. ეს ისეთი დეტალია, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. მთავარია რომ ჩვენს ტაქსებს ექნებათ ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ, რეკლამა განათავსონ. მოსიარულე რეკლამა ერთერთი მომგებიანია, ეს თანხა ეკუთვნის მძღოლს“, – განაცხადა ოგბაიძემ.
ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსის მომსახურების ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გაწევა იკრძალება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის დაადასტურა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.
მისივე თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც მათთვის უფასო იქნება.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები