სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი დამცველი იქნება აფხაზური ენის და იდენტობის

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ერთადერთი დამცველი იქნება აფხაზური ენის და იდენტობის.
“საქართველოს პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით და დღევანდელი კონსტიტუციით, მაგრამ ხვალინდელი კონსტიტუციით კიდევ უფრო, არის და იქნება ერთადერთი დამცველი დღევანდელ პირობებში აფხაზური ენის, აფხაზური იდენტობის და გამთლიანების ამ ქვეყნის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები